სტამბოლის
პროკურატურამ უარი თქვა სისხლის სამართლის საქმე აღძრას გოგონების წინააღმდეგ,
რომლებიც ქალაქის მთავარ მეჩეთთან გაშიშვლდნენ და აქცია გამართეს ლოზუნგებით: „სიკვდილი
ბარბაროსებს!“, „შეჩერდეს მჟავათი შეტევა!“.
მოძრაობა
FEMEN-ს წევრებმა ამ ფორმით გააპროტესტეს მუსულმანურ სამყაროში ქალებისადმი
დამოკიდებულება, რომლებიც ხშირად ხდებიან მჟავათი დაწვისა და თუ სხვა „სასჯელების“
მსხვერპლი. გოგონებს ტანზე, სიმბოლურად, „დამწვრობებიც“ ჰქონდათ გამოსახული.
თუმცა
პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული პროტესტი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც
დანაშაული.
მოძრაობის
წევრებმა საკუთარ ვებ-გვერდზე აღნიშნეს, რომ მათ აქციებს აგრესიებითა და
დაპატიმრებებით უსწორდებიან მხოლოდ ტოტალიტარულ ქვეყნებში, როგორადაც FEMEN ბელორუსს, რუსეთს, ვატიკანსა და უკრაინას
მიიჩნევს.
internet.ge