აუდიტის სამსახური „ქრისტიან-დემოკრატების“ ღონისძიების დაფინანსების საკითხს შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიმა ქდმ-ს მიერ
გურჯაანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული
წარმოება დაიწყო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
ნათქვამი, საქმე ეხება 31 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით ქ. გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან
საკითხს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფუძვლიანად შეისწავლის პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას
ადმინისტრაციული
წარმოების
შედეგად მიღებული გადაწყვეტილების
თაობაზე“, -
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge