GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვარძელაშვილის უწყება შუკვანის ბრალდებებს პასუხობს
16:55 02.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებული ბრალდებები  უსაფუძვლოა. განცხადებაში განმარტებულია, რომ სამინისტროს დელეგაციის წევრებს ოლიმპიადაზე გამართული შეხვედრების დროს მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლებამოსილება არ გააჩნიათ. სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს სპორტსმენებს, თავი შეიკავონ პოლიტიკისა და სპორტის არევისგან:

„საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება არ აქვთ.

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო წუხს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის წარუმატებელი გამოსვლის გამო და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს წარმატებული ასპარეზობისთვის.

რაც შეეხება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებულ ბრალდებებს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას ნუ გამოიყენებენ იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)3
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X