საქართველოს პრეზიდენტი გონიოში, ავეჯის მწარმოებელ ქარხანაში იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად ‘’ორბი
ჯგუფის" შეკვეთებზე მუშაობს. პრეზიდენტი ქარხანაში აწყობილი ავეჯით კმაყოფილი
დარჩა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი აჭარის მთვარობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია. სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა და ამ სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ახალი უწყება სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებლებს შორის კავშირის აღდგენას შეუწყობს ხელს.
პრეზიდენტმა სააგენტოსა და კერძო კომპანიებს კოორდინირებული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოს მაძიებელთათვის სპეციალური ტესტირებაა საჭირო, რაც დეფიციტური კადრების გამოვლენას შეუწყობს ხელს.
დასაქმების სააგენტო აჭარაში გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა და ამ ეტაპისთვის ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის უმრავლესობა უკვე დასაქმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კობალაძის ქუჩაზე ახალი სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობაზე, რომელსაც პრეზიდენტი დღეს სტუმრობდა, სააგენტოს რეკომენდაციით 750 ადამიანი დასაქმდება.
internet.ge