მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 3 აგვისტოსთვის
00:00 03.08.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ ცაგარელი: დღეს შეგიძლიათ აუცილებელი კორქტივების შეტანა იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც დადეთ ივნისის ბოლოს. მოერიდეთ საეჭვო კონტაქტებს. მოიმატებს კომფორტისა და სიამოვნების მოთხოვნილება. კარგია ვარჯიში, შემოქმედებითი მუშაობა.
მინერალებიდან სასიკეთოა: საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი, მარგალიტი და ამეთვისტო.
ფერებიდან დღის განმავლობაში დადებითია: ნაცრისფერი, ნეონის ფერები, ცისფერი, ვარდისფერი, წითელი და ყვითელი, ხოლო საღამოს – მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი.
სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ნეგატიური დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისათვის, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებისათვის. კარგი დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისათვის, სახლის მშენებლობისათვის, სამღებრო-სარემონტო სამუშაოებისათვის, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, გართობისათვის, დიეტის დასაწყებად, ფულის ვალში ასაღებად, განცხადებებისა და რეკლამისათვის, ტექნიკური და სამეცნიერო საქმიანობისათვის, საიუბილეო საღამოებისათვის, უძრავი ქონების, კომპიუტერული ტექნიკის, მინერალების, ლითონების შესაძენად.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება თვალები, სისხლძარღვები, ფეხის კუნთები და ლიმფური სისტემა.
დღე დადებითია ტყუპებისა და მშვილდოსნისათვის. უარყოფითია – ქალწულისა და მორიელისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|