ნაპოვნია რაფაელის ნახატი,
რომელიც პოლონეთიდან ფაშისტებმა გაიტაცეს. პორტრეტი „ახალგაზრდა კაცი“ ახლა საიმედოდ
დაცულ საცავში ინახება, თუმცა არ კონკრეტდება, რომელ ქვეყანაში.
პოლონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ტილო უსაფრთხოდ არის და იმედს გამოთქვამენ,
რომ ის დაუბრუნდება პოლონეთს. ომამდე ნახატი კრაკოვის მუზეუმში ინახებოდა, მაგრამ 1939 წელს მისი კონფისკაცია
მოხდა. ჰიტლერმა „ახალგაზრდა კაცის“ ლინცის მუზეუმში გამოფენა მოისურვა. მასთან
ერთად მოიპარეს რემბრანდტისა და ლეონარდო და ვინჩის ტილოებიც.
საბოლოოდ კი ნახატი 1945
წელს გაქრა. კოლექციონერმა ჩერტორისკიმ, რომელსაც ტილო ეკუთვნოდა, რაერთხელ სცადა
მისი მოძიება, მაგრამ უშედეგოდ.
ნაცისტების მიერ გატანილი
ხელოვნების ნიმუშებიდან რაფაელის „ახალგაზრდა კაცი“ ყველაზე ძვირფასი იყო.
ტილო, სავარაუდოდ,
1513-1514 წლებშია შექმნილი. თუ ვინ არის მასზე გამოსახული, უცნობია. ხელოვნების
ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მხატვარმა ავტოპორტრეტი დახატა.
Internet.ge