შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბაღდათში, კბილაშვილების
მრავალსულიან ოჯახს ესტუმრა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა.
კუთვნილი პოლისებით სარგებლობას კბილაშვილების ოჯახის წევრები 2012 წლის 1
სექტემბრიდან შეძლებენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა
ოჯახის წევრებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების
შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ჯანმრთელობის დაზღვევის
მნიშვნელობასა და დაზღვეულთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც.
მოგვიანებით, ჯანდაცვის
მინისტრმა შპს „ჯეო-ჰოსპიტალსის" კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
დაათვალიერა და კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს შეხვდა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა
მედიკოსებს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი
მიმართულებები გააცნო. მან ყურადღება მედპერსონალის ანაზღაურების მომატებაზეც
გაამახვილა.
Internet.ge