ტაივანელი მამაკაცი,
რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა, სასიკვდილოდ დაშავდა. სათვალთვალო კამერამ
დააფიქსირა, როგორ გამოეცალა მას ფეხქვეშ მიწა.
ახალგაზრდა მამაკაცი
გზაზე მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად გზის ნაწილი ჩაიშალა. მსხვერპლი ნანგრევებს
შორის მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი გვამი მაშველებმა
იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით,
შემთხვევის მიზეზი შესაძლოა ხშირი ტაიფუნი იყოს, რომელიც ამ მხარეს ახასიათებს და
რომელსაც შესაძლოა გზა დაეზიანებინა.
internet.ge