საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, რეგიონალური
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გელა ნიკოლაიშვილთან ერთად ფოთში
იმყოფებოდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ფოთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
მოინახულა, რომლის რესტავრაცია ამჟამად მიმდინარეობს და პრეზიდენტის ფონდიდან
ფინანსდება.
სააკაშვილის განცხადებით, ტაძარს ძველი ბრწყინვალება უნდა დაუბრუნდეს,
ხოლო ფოთი ძალიან მაგარ ადგილად უნდა გადაკეთდეს და ადგილობრივებმა კომფორტულად იცხოვრონ.
პრეზიდენტის თქმით, ტაძრის ეზოში დიდი სამუშაოები მიმდინარეობს და ტაძარი გრანდიოზული იქნება.
Internet.ge