მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მიღების უფლების წესში შეტანილ ცლილებებს აქვეყნებს
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მიღების უფლების წესში შეტანილ ცლილებებებზე
ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, ქვეკატეგორიები,
გამოცდისათვის
დადგენილი
მინიმალური
ასაკი და გამოცდის კატეგორია:
A კატეგორია: მოტოციკლი - ასაკი: 24 წელი (21 წელი თუ აქვს
A1-ის 2 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: I;
A1 ქვეკატეგორია: მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება
125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი) - ასაკი: 17 წელი, გამოცდის კატეგორია: I;
B კატეგორია: B კატეგორიის ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება
3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500
კგ-ს - ასაკი: 17 წელი, გამოცდის კატეგორია: I;
B1ქვეკატეგორია: მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი
- ასაკი:
16 წელი, გამოცდის კატეგორია: I;
BE ქვეკატეგორია: B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს
და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500
კგ-ს - ასაკი: 18 წელი;
C კატეგორია: ა/მანქანა,
რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500
კგ-ს, აგრეთვე გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. - ასაკი: 21 წელი (B კატეგორიის 1 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: II;
C1ქვეკატეგორია: ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს,
მაგრამ არ აღემატება 7 500
კგ-ს, აგრეთვე გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. - ასაკი: 18 წელი (B კატეგორია), გამოცდის კატეგორია: II;
C1E ქვეკატეგორია: „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს,
მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12
000 კგ-ს - ასაკი: 18 წელი;
CE ქვეკატეგორია: C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს
- ასაკი:
21 წელი;
D კატეგორია: ა/მანქანა,
რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. - ასაკი: 24 წელი (B კატეგორიის 1 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: II;
D1 ქვეკატეგორია: მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ
არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს - ასაკი: 21 წელი (B კატეგორიის 1 წლის სტაჟი), გამოცდის კატეგორია: II;
D1E ქვეკატეგორია: „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის
განკუთვნილი
მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12
000 კგ-ს. - ასაკი: 21 წელი;
DE ქვეკატეგორია: „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს.
- ასაკი:
24 წელი;
T კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო
სამუშაოების
შესასრულებლად
განკუთვნილი
თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან - ასაკი: 17 წელი, გამოცდის კატეგორია: III;
S კატეგორია: საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა
სპეციალიზებული
თვითმავალი
მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან - ასაკი: 18 წელი, გამოცდის კატეგორია: III;
ტრამვაი:
ტრამვაი -
ასაკი: 21
წელი, გამოცდის კატეგორია: I.
Internet.ge