მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 4 აგვისტოსთვის
23:53 03.08.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. თუ ივნისის ბოლო კვირის განმავლობაში გქონდათ კონფლიქტი ნათესავებთან ან მგობრებთან, დღეს და ხვალ შერიგების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. შეუსრულებად დაპირებებს ნურავის მისცემთ. მოერიდეთ ვალის აღებას. მინერალებიდან სასიკეთოა: ამეთვისტო, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი და ონიქსი. ფერებიდან დადებითია: მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი და იისფერი. სიზმრები ახდება 20 დღის შემდგომ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებას, საიდულო საქმიანობასა და ფარულ სასიყვარულო შეხვედრებს. დღეს საიდულო ადვილად გამოაშკარავდება. მაღალია მოტყუებისა და ღალატის ალბათობაც. სასიკეთო დღეა მოგზაურობისათვის, იურიდიული საქმიანობისათვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისათვის, კაპიტალდაბანდებებისათვის, სპონსორებისადმი მიმართვისათვის, ქორწინებისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, საზოგადოების წინაშე გამოსვლისათვის. ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესუსტებულია ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემები და კანი. დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის; უარყოფითია – ლომისა და სასწორისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|