თავდაცვის სამინისტრო, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით იდენტიფიცირებულია ორი სამხედრო მოსამსახურე.
"დნმ-ის ანალიზის შედეგების შესაბამისად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში
გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო
მოსამსახურეების - სერჟანტ ზურაბ გიორგის ძე ტურაშვილისა და უფროსი
სერჟანტის გელა ვაჟას ძე თიგიშვილის იდენტიფიცირება მოხდა. საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას დაღუპული
ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების გამო და სამძიმარს
უცხადებს გმირულად დაღუპულთა ოჯახებს.
სამხედრო მოსამსახურეები IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ - სერჟანტი
ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი
სერჟანტი თიგიშვილი - 2006 წლიდან. მათ მიღებული აქვთ ვახტანგ გორგასლის
I ხარისხის ორდენი, მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
აღნიშნული პირები დღემდე დაკარგულებად ითვლებოდნენ.
internet.ge