დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კობა სუბელიანი, შავშვების დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა.
მინისტრმა ის დევნილი ოჯახები
მოინახულა, რომლებიც დაფინანსდნენ და მცირე ბიზნესით სამინისტროსა და World Vision საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დასაქმდნენ.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ საცხოვრებელი სახლების გარდა შემოსავლის წყაროც შევუქმნათ დევნილებს. გავქვს ძალიან ბევრი მსგავსი პროექტი. მაგალითად, სოკოს მოყვანა, ცხრის და ფუტკრის მოშენება. აქედან მიღებული შემოსავალი მთლიანად მათია, აქვთ საკუთარი ბიზნესი და სხვაზე აღარ არიან დამოკიდებულები. ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, ვისაც შრომა შეუძლია“ - განაცხადა კობა სუბელიანმა.
სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2011-2012 წლებში WV-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი ორი ძირითადი პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 160-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა სადემონსტრაციო ნაკვეთები და აუშენდათ 3 სათბური და 2 ფერმერთა სერვის-ცენტრი სოფლის მეურნეობის მანქანა დანადგარებით. 850-ზე მეტ დევნილ ოჯახს ჩაუტარდა ტრენინგები სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებსა და ბიზნესის საფუძვლებში. პროექტი ასევე ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარა კასპის, გორისა და ქარელის მუციპალიტეტებში ჩასახლებულ დევნილებს.
დევნილთა დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გრძელდება.
Internet.ge