ლონდონის
ერთ-ერთ მსხვილ ბილეთების სააგენტოში ოლიმპიადის ასობით ბილეთი შესაბამისი
ნებართვის გარეშე იყიდებოდა.
ბილეთთა ნაწილი
თამაშების დაწყებამდე ევროპული ქვეყნების ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს გადაეცათ
მათ ქვეყნებში გასაყიდად. ოლიმპიადის წესების თანახმად, გაყიდვაში დარჩენილი
ბილეთები ორგანიზატორებს უნდა დაბრუნებოდათ. ამის სანაცვლოდ ისინი გადამყიდველების
ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ბილეთებს გაზრდილი ფასით ყიდიან.
არ არის
გამორიცხული, რომ ზოგიერთი შეჯიბრი სწორედ ამიტომ ტარდება ნახევრად ცარიელი
ტრიბუნების თანხლებით. ამის გამო ოლიმპიადის ორგანიზატორები არაერთხელ გახდნენ
კრიტიკის ობიექტები. ისინი აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოძიება, თუკი
ბილეთების გაყიდვის რეგლამენტის დარღვევის დამამტკიცებელ საბუთებს აღმოაჩენენ.
internet.ge