ბულიმიით დაავადებულმა ქალბატონმა, მეგობრისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ
მას ე.წ. ყლაპვის, იგივე ხორხის რეფლექსი არ აქვს, დანა გადაყლაპა.
30 წლის ქალბატონი მეგობრებისათვის ხრიკის ჩვენებას ცდილობდა, როდესაც
დანა შემთხვევით ჩაცურდა ყელში და იქ განთავსდა.
დანის განთავსების კამერებით შესწავლისა და ამოღების შემდეგ The New England Journal of Medicine-მა საოცარი შემთხვევის რენტგენი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა აღნიშნული
ხრიკით თავი განსაცდელში ადრეც ჩაიგდო. ოთხი წლის წინ მას უკვე ჰქონდა ნაცადი დანით
ხრიკი და ოპერაციაც დასჭირდა მის ამოსაღებად. ამჯერად დანის ამოღების შემდეგ, ქალბატონი
ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს.
Internet.ge