GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს
18:14 06.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს ღია სააქციო საზოგადოება "აზერ როუდ სერვისი"-ს თავმჯდომარემ, ჯავიდ გურბანოვმა, დღეს, "მარაბდა-თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

მინისტრი ასევე, ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის საძირკვლის აფეთქებით სამუშაოებს დაესწრო და პროექტზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.

"მარაბდა-თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. ამჟამად უკვე დასრულდა მარაბდა-თეთრიწყაროს 29 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცხრა ძმის სარკინიგზო სადგურს, შენდება კირბულახის სარკინიგზო ხიდი, დასასრულს უახლოვდება კარწახის სარკინიგზო სადგურის მშენებლობა.

ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე 25 კმ-იანი სრულიად ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. სწორედ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა ახალქალაქის რკინიგზის სადგურის საძირკვლის აფეთქებაც. პროექტის დასრულების შემდეგ ახალი რკინიგზის ხაზი ყველა პარამეტრით გაუთანაბრდება საერთაშორისო სტანდარტებს. ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მხოლოდ აღნიშნულ ობიექტზე, 550 ადამიანი დასაქმდება.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, "მარაბდა-თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" პროექტზე პირდაპირ და ირიბად 4000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. 2012 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით მიმდინარე პროექტებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. 

"მარაბდა-თეთრწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო ხაზის" რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე რეგიონული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს.

ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას და აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად ტრანსპორტირებას, ასევე სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას შს მინისტრის მოადგილეებს წარუდგენს1
ადვოკატები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ2
გარდაცვლილის სახლში 7 მილიონის ღირებულების ოქრო აღმოაჩინეს3
შსს-ს დანაყოფები კახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობენ4
იმერეთში უნიკალურ თიხატკეპნილ იატაკებს მიაკვლიეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X