პრეზიდენტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედროს დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყვარელში, 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ზურაბ ტურაშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ. პრეზიდენტმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
თავდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით ”სამშობლოსათვის თავდადებული” და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს“,- აღნიშნუკლია შაშკინის უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
Internet.ge