საქართველოში დღეიდან, "ხსოვნის კვირეული" იწყება, რომელიც 13 აგვისტომდე გაგრძელდება.
კვირეულის
ორგანიზატორების ინფორმაციით, "ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში, სოფიო ტორჩინავას ფილმის
- "ნელი
მოქმედების ნაღმების" ჩვენება გაიმართება.
ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში, გამოფენა - "საქართველოს მოპარული ისტორია" გაიხსნება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, შსს-ს საარქივო სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდები.
გამოფენა ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე. მეორე ნაწილში კი, წარმოდგენილი იქნება,
საქართველოს გასაბჭოების ამსახველი მასალა. ასევე, გამოფენაზე მოხდება ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრის
პრეზენტაცია.
7 აგვისტოს, 17:00 საათზე კი, "თიბისი"
გალერეაში გაიხსნება გამოფენა "მშვიდობა". გამოფენაში მონაწილეობენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების შვილები.
internet.ge