რესპუბლიკელებმა ობამას დაბადების დღის მისალოც ბარათებზე პუტინის ფოტო გამოაქვეყნეს
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებმა აამუშავეს ვებ-გვერდი,
რომელზეც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაბადების დღის აღსანიშნავად, დამცინავი მისალოცი
ბარათებია გამოქვეყნებული.
ერთ-ერთ მათგანზე კი წელს ზემოთ შიშველი რუსეთის პრეზიდენტის,
ვლადიმერ პუტინის ფოტოა, რომელიც ეუბნება ობამას: შენ მოქნილი იქნები არჩევნების
შემდეგ, შენს დაბადების დღეს მოქნილი ვარ მე“.
აღნიშნული „ხუმრობა“ მოსახლეობას ახსენებს მედვედევსა და ობამას შორის
მომხდარ „მიკროფონების სკანდაკლს“, როცა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს
პუტინისათვის გადასაცემად აბარებდა, რომ არჩევნების შემდეგ მიეცემოდა საშუალება,
სადაო საკითხების გადაწყვეტისას უფრო მოქნილი ყოფილიყო.
ამასთან,
რესპუბლიკელებს ობამასთვის დაბადების დღე ოფიციალურად არ მიულოციათ. მათ მხოლოდ ტორტი გაგზავნეს დემოკრატების ოფისში, რომელსაც დააწერეს: ის თქვენ არ
გამოგიცხვიათ.
internet.ge