ხობში, 21 წლის ვასიკო ბუკიამ, მდინარე ხობისწყალში თავის დახრჩობა
სცადა. მას ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები გამთენიიდან ეძებდნენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბუკიას მეზობელმა განუცხადა, ახალგაზრდა
მამაკაცს სუიციდის მცდელობა ჯარშიც ქონდა.
მეზობლისთვის ბუკიას თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი უცნობია.
მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარიდან საკუთარი ნებით 5
საათიანი გაუჩინარების შემდეგ გამოვიდა.
ბუკიას მეგობრის ინფორმაცით, ის ამჟამად სოფელ კოლხეთში იმყოფება.
internet.ge