საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, გურჯაანის
ქარხანას ესტუმრა, სადაც რთველისთვის სამზადისი მიმდინარეობს.
პრემიერი საწარმოში მომუშავე პერსონალს შეხვდა და მათ გაესაუბრა.
ქარხანაში დამონტაჟებული ტექნიკა, ყურძნის ხარისხის მიხედვით სხვადასხვა
გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც დანაკარგს ამცირებს და საბოლოოდ პროდუქტის
ხარისხსაც ზრდის.
„სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრი ყურძენი გაფუჭდა,
მაგრამ რაც გადარჩა ვალდებული ვართ ის ყურძენი მივიღოთ და დავაბინაოთ. უნდა
ჩამოვასხათ მაღალი ხარისხის ღვინო და მოვახდინოთ რეალიზაცია. არ გვაქვს უფლება
საქართველოში შეწყდეს და საფრთხე შეექმნას ღვინის წარმოებას“,- განაცხადა
მერაბიშვილმა.
internet.ge