შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს ტურისტების
რაოდენობა 54%-ით გაიზარდა.
2012 წლის 7 თვეში (იანვარი-ივლისი) საქართველოს სულ 2
211 201 უცხოელი მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
54%-ით აღემატება.
მხოლოდ 2012 წლის ივლისის თვეში
საქართველოში
ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობამ 520 707 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში ჩამოსულთა ციფრზე
56%-ით
მეტია.
სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. 7 თვის მონაცემებით ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ირანი.
ივლისის თვეში ზრდის პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩეოდა თურქეთი (126%), რუსეთი (91%) და პოლონეთი (81%).
internet.ge