კოალიცია
“ქართული ოცნება“, გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის
წევრის, დავით მუნჯიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და
დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„დავით მუნჯიშვილი კოალიციის დაარსების დღიდან, პატრიოტული სულისკვეთებითა და მოქალაქეობრივი გულწრფელობით ჩაერთო ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. დავით მუნჯიშვილი თავის თანამებრძოლებს ყოველთვის ემახსოვრებათ როგორც, გამორჩეული, სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდა. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს
ამ დიდ დანაკარგს“,-
ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო.
internet.ge