2014 წლის ზამთრის
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი, შესაძლოა, ჩავარდეს. ამის მიზეზი
მშენებლობის ვადების დარღვევაა, რაც რუსეთის საანგარიშო პალატის შემოწმების
შედეგად დადგინდა. აუდიტმა ასევე დაასკვნა, რომ ვადები სხვა ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაშიც დარღვეულია.
საანგარიშო პალატა არ
გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება.
შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნეს რუსეთის ვიცე-პრემიერს დიმიტრი კოზაკს,
რომელშიც ნათქვამია, რომ მთავარ სტადიონთან დაკავშირებული პრობლემები ოლიმპიადის
გახსნის ცერემონიალში ცვლილებებს გამოიწვევს, რაც სოლიდურ ჯარიმებთან იქნება
დაკავშირებული.
ამასთან,
ბიუჯეტის ფული, რომელიც ოლიმპიური ობიექტების ექსპლუატაციისთვის არის გამოყოფილი,
არამიზნობრივად იხარჯება - არა ექსპლუატაციაზე, არამედ, მშენებლობაზე.
internet.ge