GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს რეკომენდაციით მიმართავს
16:25 06.08.2012
დღის სიახლეები

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გაითვალისწინოს მოქალაქე ნათელა ცანავას ასაკი, ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობა და უზრუნველყოს იგი თავშესაფრით.

როგორც ტუღუშის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნათელა ცანავამ  თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განცხადებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 68 წლის ნათელა ცანავა არის მარტოხელა  და აქვს  ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობა, მას არ აქვს საცხოვრებელი და  დროებით ცხოვრობს აბაშაში, ნათესავის ბინაში.  საცხოვრებელ სახლს ცალ მხარეს კედელი არ აქვს, ამასთან, სახლის ჭერი იმდენადაა დაზიანებული, რომ წვიმის დროს წყალი ჩადის, ასევე დაზიანებულია იატაკი.

„ნათელა ცანავას ფულადი შემოსავლის წყაროს ზღვრული ასაკის გამო დანიშნული სახელმწიფო პენსია და საარსებო შემწეობა წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნათელა ცანავა ცხოვრობს უკიდურესად მძიმე სოციალურ – ეკონომიკურ პირობებში და მას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დამოუკიდებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო ფულადი სახსრები არ მოეპოვება.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით, ნათელა ცანავამ არაერთხელ მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას, თუმცა, თავისუფალი საბინაო ფართის არ არსებობის საფუძვლით, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ირღვევა სახელმწიფოს მიერ აღიარებული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება.  

უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. კერძოდ, თუ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ეფექტურად ვერ ხორციელდება უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, აღნიშნული წარმოადგენს, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსი ექსპერტი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და პარლამენტს დაითხოვენ1
რასმუსენმა facebook-ში საქართველოს შესახებ ინფორმაცია განათავსა2
კანცელარიაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა დაიწყო3
პოლიციელმა 5 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა4
ანდრია ურუშაძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X