მიხეილ ცაგარელი: ნუ დააჩქარებთ
მოვლენებს. დღეს დანიშნული შეხვედრები და მოლაპარაკებები გართულდება და სასურველ
შედეგს არ გამოიღებს. სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს
კირჩხიბის ზოდიაქოში, რაც სასიყვარულო ურთიერთობებში გააძლიერებს რომანტიულობას,
სენტიმენტალურობას, ეჭვიანობას, ემოციურობას, წყენასა და ინტუიციას.
ჯერ გაიაზრეთ და შემოდგომ იმოქმედეთ. სხვის
საქმეებში ნუ ჩაერევით. აკონტროლეთ გაღიზიანება, აგრსია და სულსწრაფობა. მეტი დრო
დაუთმეთ ახლობლებს. მოიმატებს სექსუალური ენერგია.
მინერალებიდან სასიკეთოა: ლალი, იაგუნდი, წითელი,
იასპი, ქარვა, აქვამარინი და ძოწი.
ფერებიდან დადებითია: წითელი, ყვითელი,
ნარინჯისფერი და ლურჯი.
სიზმრები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
დაჯარიმების ალბათობა მაღალია, ამიტომ ნუ დაარღვევთ წესებს. მოერიდეთ
სტომატოლოგიურ პროცედურებს, კაპიტალდაბანდებებს, ქორწინებას, საფინანსო
ოპერაციებს, თმის შეჭრას, ხელშეკრულებების დადებას.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ცხვირი სისხლძარღვები,
ყურები, თავი, თვალები.
დღე დადებითია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და
მერწყულისათვის, ხოლო უარყოფითია – ქალწულისა და მორიელისათვის.
Internet.ge