ბერა
ივანიშვილის
გასართობი
ტელეარხი GDS TV მაუწყებლობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
აღიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს , „გლობალ TV“- ში დაუდასტურეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, არხის მაუწყებლობას „გლობალ TV“
უზრუნველყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი არხი ეთერში დღეს უნდა ჩაშვებულიყო,
თუმცა როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანიაში განუცხადეს, შესაბამისი პროცედურა არხის
წარმომადგენლებს ჯერ არ გაუვლიათ.
შეგახსენებთ, რომ
GDS TV
B125 სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს, რომელიც მანამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ტექნიკურ დირექტორს, ვლადიმერ შენგელაიას ეკუთვნოდა. შენგელაია აცხადებდა, რომ მას „ობიექტური
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების“
არხის
გაკეთება
სურდა, თუმცა
მოგვიანებით, მან საკუთარი 20
პროცენტიანი წილი ოპოზიციური
კოალიცია
„ქართული
ოცნების“
ლიდერის
არასრულწლოვან
შვილს,
ბერა
ივანიშვილს
მიჰყიდა.
ლიცენიზია მფლობელს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია როგორც საკაბელო ქსელების საშუალებით, ისე თანამგზავრული სისტემებით გაავრცელოს. ლიცენზიის სახეობაა საერთო, გეოგრაფიული დაფარვის ზონა - საქართველო, მაუწყებლობა კი 24 საათიანი.
GDS TV-ს ხელმძღვანელთა
თქმით, ტელეკომპანია გასართობი იქნება. საერთო სამაუწყებლო ლიცენზია კი ტელეკომაპნიას
მინიმუმ ორი სახის (საინფორმაციო და სხვა ტიპის) გადაცემის მომზადებას ავალდებულებს.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის შვილმა, ბერა
ივანიშვილმა, ახალი გასართობ-შემეცნებითი არხის ჩაშვებასთან დაკავშირებით
ინფორმაციას Facebook- ით რამოდენიმე კვირის წინ გაავრცელა.
როგორც ბერა ივანიშვილი საკუთარ გვერდზე წერს, ქართულ ტელესივრცეში
მალე ახალი ტელევიზია GDS გამოჩნდება.
"ახალი ტელევიზია GDS!!! პირველი გასართობ-შემეცნებითი არხი
ქართულ ტელესივრცეში. უამრავი სიურპრიზი გელით", - ამბობს ბიძინა ივანიშვილის
ვაჟი.
ამასთან, ბერამ პრომო-რგოლიც ატვირთა, სადაც "რუსთავი-2"-ის
გასართობი შოუების ყოფილი მსახიობები: თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან
გოგორელიანი იღებენ მონაწილეობას. კადრში ჩანს ტელეკომპანიის კიდევ ერთი პროექტის
„ჯეო ბარის“ გამარჯვებული - „ჩელე“.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კომედი
შოუს" სამი თანამშრომელი ბერა ივანიშვილის Georgian Dream Studio-ს სამი თვის წინ
შეუერთდა.
Internet.ge