GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შპს "ბურჯის" ქონება შპს "გამამ" შეიძინა
15:49 07.08.2012
დღის სიახლეები

შპს "ბურჯის" ქონება შპს "გამამ" შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბესიკ ლილუაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, კომპანიოამ  აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად შეიძინა.

როგორც ბიუროში განმარტავენ,  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აუქციონზე გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს სრულად, რის შემდეგაც ის გახდება ქონების საბოლოოდ შემძენი, შესაბამისად შემძენს ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფართების გამოთავისუფლებასა და მათ მომზადებას ახალი მესაკუთრისათვის გადასაცემად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #4/2756-12 და 4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე შპს "ბურჯს“ ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018 105 ლარის გადახდა, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური  771 267,35 ლარის ოდენობით. რის საფუძველზეც განხორციელდა შპს „ბურჯის“ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანა, სადაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონზე „ბურჯის“ ქონების საწყისი ფასი კი 5 153 831.50 ლარს შეადგენდა.

აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.


Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
კარალეთის ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს3
პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მკვლელობამ ცხინვალში მღელვარება გამოიწვია4
ლიტველმა მესაზღვრეებმა არალეგალი ქართველები დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X