პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს, 2008 წელს, ომში დაღუპული
გმირის - სერგო მელიას ოჯახს ესტუმრა.
ბაქრაძის განცხადებით, სერგო მელია იყო ერთ-ერთი იმ გმირებიდან,
რომლებმაც საქართველოს და თავისუფლების დაცვას სიცოცხლე შესწირა.
„ჩვენ ყველას გვახსოვს გმირები ისტორიის წიგნებიდან, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ XXI საუკუნეშიც
საქართველოს ძალიან ბერვი გმირი ჰყავს და 2008 წლის აგრესიამ გამოაჩინა, რომ
ქვეყანაში არსებობს თავისუფლების სული, სამშობლოს სიყვარული და არსებობენ
ადამიანები, ვინც მზად არიან თავი შესწირონ სამშობლოს“,- განაცხადა ბაქრაძემ.
30 წლის ჯარისკაცი სერგო მელია, რუსეთ-საქართველოს ომში 2008 წლის 8
აგვისტოს დაიღუპა.
internet.ge