საგანგებო სიტუაციების სამსახურში ომში დაღუპულ გმირებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს
საგანგებო სიტუაციების სამსახურში დღეს, სამუშაო დღე წუთიერი დუმილით
დაიწყეს.
112-ის თანამშრომლებმა დუმილით პატივი, 2008 წლის ომში დაღუპული
ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს.
საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის
განცხადებით, მათი სამსახური ყოველთვის შეეცდება, დაღუპული გმირების სახელები
დაფასებული იყოს.
„ომში დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, ჩვენმა სამსახურმა წუთიერი
დუმილით დაიწყო დღე. ეს ყოველთვის ასე ხდება და სანამ საგანგებო სიტუაციების
სამსახური იარსებებს ყოველთვის ასე იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით მათი სახელები
და გმირობა ყოველთვის დაფასებული იყოს“,- განაცხადა თემურ გიორგაძემ.
internet.ge