GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროექტის „ბლოგერთა სახლი“ პრეზენტაცია გაიმართა
12:50 07.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.

დღეს მასწავლებლის სახლში გამართულ პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად ბლოგერებიც დაესწრნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საკუთარ თავში დაინტერესებული პირების არა მხოლოდ ვირტუალურ ურთიერთობას, არამედ ამ ადამიანებს შორის რეალურ შეხვედრა-დისკუსიებსაც მოიცავს.

„ბლოგერთა სახლი“ მრავალფუნქციური ვებ-გვერდის საშუალებით ინტერნეტ-მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო-დისკუსიებს, ფორუმს, ბლოგერთა კლუბს და უახლოეს ამბებს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

მასწავლებლის სახლში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები და დისკუსიები, რაც ვებ-გვერდზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემა, შემდგომ ისინი დაარქივდება და ვიდეოს სახით ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უყუროს მისთვის საინტერესო გამოსვლასა თუ დისკუსიას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს „ბლოგერთა სახლის“ კლუბის წევრი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება.  აღნიშნული პროექტით დამწყებ ბლოგერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბლოგის სპეციფიკას, გამოცდილი ბლოგერების პოსტებს, რაც მათ ხელს შეუწყობს უკეთ აითვისონ სოციალური მედიის ყველა კომპონენტი.  დღეისათვის www.blogger.ge უკვე 50 ბლოგერის 150-მდე პოსტს მოიცავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა1
ლაგოდეხის რაიონში სკოლის დირექტორი მეზობელმა დააყაჩაღა2
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს3
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს4
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X