საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ერთი კვირის
განმავლობაში, ამინდის მკვეთრი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს,
ტემპერატურის კლება არ არის ნავარუდევი, თუმცა 9-10 აგვისტოს, საქართველოს ზოგიერთ
რაიონში ხანომკლე წვიმებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამის საათებში
იქნება ხანომკლე წვიმა, თუმცა ტემპერატურა არ დაიკლებს და 35 გრადუსი
შენარჩუნდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ნავარაუდევია უნალექო ამინდები, 11
აგვისტოდან კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ გამოიდარებს.
„დედაქალაქშიც შესაძლოა 9-10 აგვისტოს ხანმოკლე წვიმები იყოს,
ტემპერატურა კი, 34-37 გრადუსამდე იქნება. ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურის
მკვეთრი ცვლილება, ან ამინდის გაუარესება მოსალოდნელი არ არის“,- აცხადებენ
სინოპტიკოსები.
internet.ge