GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა რუისის მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს
17:18 08.08.2012
დღის სიახლეები

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურმა ჯგუფმა,  მორიგი გასვლითი კონსულტაცია დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში განახორციელა.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო კონსულტაციები, მემკვიდრეობასთან, საგადასახადო დავებთან, მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაუწიეს. მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფი გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით, რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ.

„სერვისით სარგებლობა მარტივია. საკმარისია იურიდიული დახმარების სამსახურს განცხადებით მიმართოს 10-მა მოქალაქემ, რათა მობილური ჯგუფი გაემგზავროს იმ კონკრეტული დასახლებული პუნქტის მოსახლეობის დასახმარებლად. მობილური ჯგუფის სერვისი მეტ სარგებელს მოუტანს ხალხს, ვინც ბიუროებში მისვლას ვერ ახერხებს. დამატებითი სერვისის სახით მოქმედებს ონლაინ კონსულტაციაც“,- აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 4 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს. უფასო სამართლებრივი კონსულტაციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე საზოგადოებრივ მისაღებში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მოქმედებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება1
ბაჩო ახალაია დააკავეს2
მაღაროელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს3
ფოტოაპარატმა ტყვეთა აჩრდილები დააფიქსირა4
„ფრანს პრესთან“ ინტერვიუში ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X