ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ,
იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ქალაქის გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროების თანამშრომლებმა, შვილებთან ერთად,
დიღმის ტყე–პარკში სამასამდე ფიჭვისა და კენარის ნერგი დარგეს.
გამწვანების აქცია "მწვანე პროექტის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი
მიზნად ისახავს გარემოს დაცვის ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლებას ქაღალდის
ეკონომიურად მოხმარებისა და მეორადი გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.
გამწვანების აქციის გარდა, სამინისტროების თანამშრომლებმა, გამოუსადეგარი და ნარჩენი ქალადიც შეაგროვეს, რომელსაც
მოგვიანებით ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოში ჩააბარებენ. ამ გზით შემოსული
თანხა კი საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.
გამწვანების პროექტში მონაწილეობა თბილისის მერიამაც მიიღო. მერიის
წარმომადგენლებმა აქციაში მონაწილეებს დასარგავი ხის ნერგები გადასცეს.
Internet.ge