საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის
დადგენილების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სკოლაში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს განახლდება.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წლის სასწავლო პროცესი 1
სექტემბერს იწყება.
„არ ვიცი საიდან გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ბოლო 2 დღეა
მშობლები გვიკავშირდებიან და ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ. დადგენილების
თანახმად, სწავლის პროცესი ტრადიციულად 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ
რადგან არასამუშაო დღეებია გადაწყდა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი 17
სექტემბრიდან აღდგება“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
Internet.ge