თბილისის
უბნებსა და საქართველოს რაიონებში ელექტროენერგიის
მიწოდების
პროცესი უკვე დაწყებულია. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანია
„თელასში“ განუცხადეს.
მათი თქმით, ელრექტროენერგიის გათიშვის
მიზეზი ავარია იყო, თუმცა რა სახის დაზიანება მოხდა ქვესადგურზე, კომპანიაში არ განმარტავენ.
საქართველოს
ელექტროსისტემა
ავარიის გამო, დაახლოებით ერთის საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება რეგიონებსაც.
internet.ge