15-მა პირობით მსჯავრდებულმა ნარკომანიის პრევენციის საკითხებზე ფსიქო-სარეაბილიტაციო ტრენინგი გაიარა
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 15-მა პირობით მსჯავრდებულმა ნარკომანიის პრევენციის საკითხებზე ფსიქო-სარეაბილიტაციო ტრენინგი გაიარა.
კალმახელიძის უწყების ინფორმაციით, პროგრამა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოსთან
არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში
ხორციელდება.
”ნარკომომხმარებლებისა
და მათი თანადგომის ქსელის” ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთათვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ
სესიებს, რომელიც კონტინგენტის თავისებურებიდან
გამომდინარე
ანონიმურია.
ცენტრის
ფსიქოლოგები
ნარკომანიასთან
დაკავშირებული
პრობლემების
დაძლევაში
დაეხმარებიან როგორც პირობით მსჯავრდებულებს, ისე მათი
ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,-
ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა 8 ჯგუფად უკვე 90-მა პირობით მსჯავრდებულმა გაიარა.
internet.ge