რამდენიმე
ათეული ახალგაზრდა კონსერვატორი ვილნიუსში,
რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა და მოუწოდა მოსკოვს, შეასრულოს 2008 წელს
საქართველოსთან ხელმოწერილი შეთანხმება.
პიკეტი
სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩატარდა -
წერს ადგილობრივი „დელფი“.
„ზუსტად 4
წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყო საომარი მოქმედებები ამ
დემოკრატიულ ქვეყანაში. ვხედავთ რა, რომ რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის დაპირება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ, რომელიც მან
საერთაშორისო საზოგადოებას მისცა, შევიკრიბეთ აქ, რათა შევახსენოთ მას და რაც მთავარია,
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს დაპირებები უნდა შესრულდეს“ - განაცხადა ლიტვის
ქრისტიან-დემოკრატთა წარმომადგენელმა ვალდას ბენკუნსკასმა.
პიკეტის
მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ერთიანი საქართველოს რუკაზე და ის რუსეთის საელჩოს
წარმომადგენლებს გადასცეს.
internet.ge