ქალაქ რუსთავის მერია „ქართული ოცნების“ ხელმეორე განაცხადს, რომელიც კოალიციის
მიერ 19 აგვისტოს აქციის გამართვას, მერიის შენობის წინ გულისხმობს, სამი დღის
ვადაში განიხილავს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“- ს რუსთავის მერიის პრესსამსახურში
განუცხადეს.
მათი თქმით, კოლიციის წარმომადგენლებს პასუხს წერილობით აცნობებენ.
აქციის მერიის წინ გამართვაზე ოფიციალური უარის შემდეგ „ქართული
ოცნების“იურისტმა თამაზ ჯალიაშვილმა გუშინ განაცხადი იგივე მოთხოვნით ხელმეორედ
შეიტანა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რიგით
მეშვიდე აქცია რუსთავში 19 აგვისტოს გაიმართება.
internet.ge