ასობით
ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ლონდონის ოლიმპიურ სოფელში განთავსებული
ახალზელანდიური სახლიდან, სადაც აფეთქება მოხდა.
იმ დროისთვის
შენობის ვერანდაზე 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების შემდეგ შემთხვევის
ადგილზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მალევე მოახერხეს.
აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა გაზის ბალონები, რომლებიც ბარბექიუს მოსამზადებლად
იყო განკუთვნილი.
internet.ge