პეტერბურგის
ტელეკომპანიამ, რომელიც გუშინ სკანდალის მიზეზი გახდა, რადგან წეროვანის დევნილთა
დასახლება და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ქუჩები, ქართული
წარწერებით, ცხინვალად გაასაღა, გააქრო ინტერნეტ-გვერდი , რომელზეც აღნიშნული სიუჟეტი იყო
განთავსებული.
თუმცა რაიმე
ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ აერიათ ჟურნალისტებს ცხინვალი
წეროვანში, ტელეკომპანიას არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია,
რომ ფაქტების დამახინჯების ამ შემთხვევას არა მარტო ქართულმა მედიამ, არამედ
ლიტვის, უკრაინის, აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებებმაც მიაქციეს ყურადღება.
internet.ge