ხუთი ადამიანი, მათ
შორის სამი რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის
შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „RIA Novosti“ ავრცელებს.
„ჩამოვარდნილი რუსული
Ka-32 ტიპის ვერტმფრენი „Nefteyugansk Air Group“-ს ეკუთვნოდა. ის
ხანძარსაწინააღმდეგო მისიებისათვის დაფრინავდა თურქეთის ტყის თავზე“ - განაცხადა
პოლიციის წარმომადგენელმა.
„წინასწარი გამოძიებით,
ვერტმფრენი მოხვდა მთის ფერდობზე და ხეობაში ჩამოვარდა. ბორტზე სამი რუსეთის
მოქალაქე და ორი თურქეთის წარმომადგენელი იმყოფებოდა“, - აცხადებენ ხელისუფლების
წარმომადგენლები.
internet.ge