გადაუღებელი წვიმების
შედეგად ჩამოინგრა ჩინეთის დიდი კედლის 36-მეტრიანი ნაწილი.
კედელს კვლავ ემუქრება
ნგრევის საშიშროება, რადგან სპეციალისტებმა მასზე რამდენიმე ბზარი აღმოაჩინეს,
სადაც, როგორც აღნიშნავენ, კედელი ეროზიას განიცდის.
ამ დროისთვის აღდგენითი
სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ჩინეთის დიდი
კედელი არქიტექტურის უდიდეს ძეგლად ითვლება. ნაგებობა 8550 კილომეტრზეა
გადაჭიმული. მისი მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში დაიწყო და XVII საუკუნემდე გრძელდებოდა.
internet.ge