№9 და №12 დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრები ამოქმედდა
14:59 10.08.2012
|
დღის სიახლეები
|
პირველადი ჯანდაცვის ცენტრები ამჯერად სასჯელაღსრულების №9 და №12 დაწესებულებებში ამოქმედდა.
სამინისტროს წლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის დანერგვით სრულფასოვნად იქნება უზრუნველყოფილი.
რეფორმის შედეგად ყველა პატიმარს პირადი მკურნალი ექიმი ეყოლება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ ცენტრში მედპერსონალს ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისათვის, რომ პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო სერვისების საჭიროებების ეფექტიანი მიწოდება სრულყოფილად უზრუნველყოს.
პირველადი ჯანდაცვა უკვე სასჯელაღსრულების 8 დაწესებულებაშია დანერგილი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|