"ქართუს" თანამშრომელები "ქართული ოცნებისთვის" შეწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ
თბილისის
საქალაქო სასამართლომ ბანკ "ქართუს" თანამშრომლები კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
„ქართუ ბანკის“- გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაუდასტურა.
„რა კომენტარს ითხოვთ, ეს უკანონო
გადაწყვეტილებაა და მოვრჩეთ ამაზე პოლემიკას“,- განაცხადა ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, ბანკ ‘’ქართუს" 8 თანამშრომელი, მათ შორის ბანკის
პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი ‘’ქართული
ოცნებისთვის" უკანონო შემოწირულობის განხორციელების გამო დააჯარიმეს.
internet.ge