რუსული თანამგზავრები
Экспресс-МД2 და Telkom 3, ასევე ბლოკი Бриз-М, რომელთა გაშვებაც 7 აგვისტოს
წარუმატებლად დასრულდა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება ჩამოვარდეს. რისკის
ზონაში რუსეთის სამხრეთიც შედის - იუწყებიან რუსული გამოცემები.
სარაკეტო-კოსმოსური დარგის წარმომადგენელთა
განცხადებით, შედარებით უსაფრთხოდ შეიძლება იყვნენ ჩრდილოეთის ქვეყნები,
არგენტინის სამხრეთი და ჩილე.
თუმცა არსებობს მეორე ვარაუდიც, რომ თანამგზავრები კოსმოსში კიდევ რამდენიმე წლის
განმავლობაში იფრენენ.
internet.ge