GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
‘’ქართუს" თანამშრომლებმა ‘’ქართული ოცნებისთვის" ჩარიცხული თანხის წარმომავლობა ვერ დაასაბუთეს
21:09 10.08.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ  შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები  და  ყადაღის თაობაზე  ამავე სამსახურის გადაწყვეტილებების  დადასტურების საკითხი.

სასამართლოს  2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილებებით  გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, ნატო კოპლატაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, მაგდანა  მუშკუდიანი, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნინო უძილაური, ნატო ხაინდრავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ია გამცემლიძე, ირაკლი ბერაია, დავით გალუაშვილი, ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34 (2)-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით.

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა ნოდარ ჯავახიშვილის, ნატო ხაინდრავას, დავით გალუაშვილის და გოჩა ჩიკვილაძის პოზიცია განხორციელებული შემოწირულობის ნაწილთან მიმართებაში ხანდაზმულობის თაობაზე, რამაც განაპირობა  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სანქციის   (ჯარიმის)  ოდენობის შემცირება.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა ვერ დაადასტურეს პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”   სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობა და მათი დანაზოგის სახით არსებობის შესაძლებლობა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს2
დიმიტრი შაშკინი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა3
გიგი უგულავა ახლადარჩეულ მაჟორიტარებს შეხვდება4
პროკურატურა თვალთმაქცური გარიგებების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X