მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 11 აგვისტოსთვის
00:00 11.08.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ ცაგარელი: გეომაგნიტური დღეა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, კარგია ლოცვა, მონანიება, ვარჯიში. ნუ შეიჭრით თმებს და ფრჩხილებს. კარგი დღეა პატიებისათვის. მოერიდეთ ავანტურებს, სასიყვარულო კონტაქტებსა და ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სამსახურში თანამშრომლების მიღებას, მთების დალაშქვრას. მაღალია ინტრიგების ჭორების, მოტყუების, დაცინვის, ქურდობის ალბათობა. მინერალებიდან სასიკეთოა: თოფაზი, მთის ბროლი, ჟადეიტი, ცირკონი, ციტრონი და ლაბრადორი. ფერებიდან დადებითია: ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ბეჟი, ცისფერი, იასამნისფერი, ვერცხლისფერი და ორქოსფერი. სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სასიკეთო დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის, ინფორმაციის გაცვლისათვის, რეკლამებისა და ინტერვიუებისათვის, აუქციონების მოსაწყობად, ხელშეკრულებების დასადებად, ტელეფონების, რადიოს, მობილურებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების შესაძენად, საქმიანი მიმოწერისა და შეხვედრებისათვის, სწავლისათვის, მშენებლობისათვის და საბანკო ოპერაციებისათვის. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ფილტვები, ბრონქები, მხრები და ხელები. დღე დადებითია ვერძის, ლომისა და სასწორისათვის. უარყოფითია კუროს, მორიელისა და თხის რქისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|