საქართველოს პირველი ლედი დღეს, ამბროლაურში იმყოფებოდა. სანდრა
ელისაბედ რულოვსი სამედიცინო ცენტრს ესტუმრა და კლინიკის მუშაობას გაეცნო.
პირველმა ლედიმ კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სექტორში არსებულ
გამოწვევებზე და ახალ რეფორმებზე ისაუბრა.
„აუცილებლად დაგვჭირდება ბევრი ექიმი, რადგან 1 სექტემბრიდან
სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანების დიდი ნაკადი მოვა. ესენი იქნებიან არა
მარტო ხანდაზმული ადამიანები, არამედ 6 წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები. მეტი მომართვიანობა იქნება სექტემბრიდან და ამისთვის
მზად უნდა იყოთ“,- განაცხადა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.
internet.ge