ბათუმის
იუსტიციის
სახლში, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ღია
კონკურსის
წესით შერჩეული ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები საზაფხულო სკოლის ფარგლებში ერთი კვირის მანძილზე ეცნობოდნენ ელექტრონული მმართველობის პრინციპებს, მენეჯმენტს, სერვისის მარკეტინგს და სხვა
მათთვის საინტერესო საკითხებს.
“იუსტიციის სამინისტრო ცდილობს, ხშირად იყოს საგანმანათლებლო
პროექტების
ორგანიზატორი,
მჭიდროდ ითანამშრომლოს სტუდენტებთან. ყველა ჩვენს ინიციატივას ახალგაზრდები აქტიურად ეხმაურებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეთავაზებები მათთვის საინტერესო და აქტუალურია",
- განაცხადა
სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ბერუაშვილმა სერთიფიკატების გადაცემისას.
საზაფხულო
სკოლის ფარგლებში, სტუდენტებმა კონკრეტული წარმატებული პროექტის - იუსტიციის სახლის მაგალითზე განიხილეს, როგორ მიმდინარეობს ბრენდის ფორმირების პროცესი, გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას.
საზაფხულო
სკოლა ბათუმის იუსტიციის სახლში 8 აგვისტოს გაიხსნა და დღეს, 11 აგვისტოს სრულდება.
internet.ge